თავში

აგროწარმადობის ზრდის რა რესურსია საქართველოში

აგროწარმადობის ზრდის რა რესურსია საქართველოში
აგროწარმადობის ზრდის რა რესურსია საქართველოში

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პოსტეპიდემიურ პერიოდში აგროწარმადობის ზრდა მთელი მსოფლიოსთვის იქნება გამოწვევა. შესაბამისად, ქვეყნებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ტემპი გააუმჯობესონ. საქართველოს შემთხვევაში, როგორც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, საჭიროა ძირეული ცვლილებები, რომ განსაკუთრებით ტექნოლოგიური განვითარება, რა მხრივაც დიდი ჩამორჩენაა.

,,აგროწარმადობის გაზრდის მიზნით აუცილებელია, რომ გარემო პირობები შეიქმნას. რეგიონების დიდი ნაწილი უწყლობას განიცდის. განსაკუთრებით დედოფლისწყარო, რომელიც გაუდაბნოების ზონაა. კახეთსა და ქართლში დიდი ტერიტორიები უკვე გაუდაბნოებულია. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს გასარწყავებისთვის. საქართველო მერვე ადგილზეა წყლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი სოფლები განიცდიან  სასმელი წყლის მძაფრ დეფიციტს, აგრარულ სფეროში წყლის სწორად გამოყენების ტენოლოგია უნდა შემუშავდეს, წყლის ეკონომიკა გაკეთდეს, ხელახლა განახლდეს და გაშენდეს სარწყავი სისტემები. ეს იქნება გრუნტის წყლების თუ ჩვეულებრივი მდინარეებისა და ტბების გამოყენებით. საქართვეელოს ამ მხრივ უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ არასწორი ორგანიზების შედეგი არ გვაქვს. რეალურად დღეს უამრავი სოფელია, რომელსაც წყალი აკლია. შესაბამისად, მილიარდიანი ინვესტიციების მიუხედავად, საკმარისი რაოდენობის პროდუქტს ვერ ვაწარმოებთ. წარმოიდგინეთ, საქარაში მოსავალი მოჰყავთ, ხელოვნური მდინარეები გაშენდა, გრუნტი წყლების გამოყენება მოხდა. ადგილობრივი მთავრობა ცდილობს, რომ საჰარა გადაიქცეს წალკოტად და ჩვენ რა გვჭირს, ისედაც წალკოტია ჩვენი ქვეყანა!" - აცხადებს კობა კობალაძე.

მეცნიერის განცხადებით,  2021 წელს ორგანულ წარმოებაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი, რომ ჩვენ თვითონ შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დაკმაყოფილება სურსათით.  გარდა ამისა, როგორც კობალაძე აღნიშნავს, შესაძლებელია ანალიზი, რა არის საჭირო, რომ საქართველომ აიცილოს იმპორტი და თვითკმარი მეურნეობის განვითარება შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ აგროწარმადობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

„2014 წელს გამოსვლაში ვთქვი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი-მეთქი, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს დოვლათის შექმნაში. გამოთქმამ - "მიწა ჩვენი სიმდიდრეა", რეალური შინაარსი უნდა შეიძინოს,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს აქვს კარგად ჩამოყალიბებული ხედვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მას სრული მხარდაჭერა ექნება. მისივე განმარტებით, საქართველო რეგიონების ერთობლიობაა და მათი განვითარება ჩვენს სრულ განვითარებას ნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system