თავში

აგროწარმოების პრობლემას მთავრობა ჯერჯერობით ვერ ერევა

აგროწარმოების პრობლემას მთავრობა ჯერჯერობით ვერ ერევა
აგროწარმოების პრობლემას მთავრობა ჯერჯერობით ვერ ერევა

მცირემიწიანობა, მისი ბალანსის არ ქონა და გრანტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა - ამ მიზეზებს მიიჩნევს აგროწარმოების განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად სასოფლო-სამეურნეო სფეროს წამყვანი სპეციალისტი, ანზორ მესხიშვილი. მისი თქმით, მთავრობის მხრიდან აქტიური აგროღონისძიებების პირობებშიც პრობლემა ვერ გვარდება, რაც სახელმწიფო პროგრამების მიმართ დაბალი მოთხოვნით აიხსნება. მისი თქმით, აგროწარმოების პროექტებში ჩართული ბენეფიციარების დიდი უმეტესობა მსხვილი მეწარმეებია, ხოლო საშუალო და დაბალი დონის ფერმერები შეღავათით ნაკლებად სარგებლობენ, რაც სექტორისთვის დიდი პრობლემაა.

,,აგროწარმოების ხელშემწყობ პროგრამაში 400-მდე ფერმერიც ვერ მონაწილეობს, რაც აშკარად ჩამორჩენაა. ჩვენი პრობლემაა ის, რომ ძირითადად გრანტებს ღებულობენ მსხვილი ფერმერები და კომპანიები, რომლებიც უდიდეს მოგებაზე გადიან, ხოლო დაბალი და საშუალო რგოლი პროექტებში ნაკლებად არის ჩართული. მაგალითისთვის, თეთრიწყაროში ამის მაგალითია, როცა 300 ჰა მიწა აქვს ფერმერს, ცხვარი ჰყავს და ვერ შეძლო კრედიტით სარგებლობა. მიზეზად დასახელდა, რომ  იურიდიულ პირად დარეგისტრირება მოსთხოვეს, ასეთი დამოკიდებულებაა და საქმე ხშირ შემთხვევაში წინ ვერ მიდის. ფიზიკური პირები, რომლებიც შპს-ად ან მეწარმეებად არ არიან დარეგისტრირებული, კრედიტით სარგებლობა შეზღუდული აქვთ. სოფლის მეურნეობაში 1700 კოლმეურნეობა და საბჭოთა მეურნეობა იყო, თითოეულს ჰქონდა ზოგჯერ 4-5 ათასი ჰა მიწის ფართობი, ახლა უმეტესად 2-3 ჰექტარი ნაკვეთებს ფლობენ, ზოგ შემთხვევაში 10 ჰა-ს, ხოლო იშვიათად, რომ 100 ჰა-ზე მეტი ჰქონდეთ. ცხადია, რაც დიდ ფართობებია, მით მაღალია შრომის ნაყოფიერებაც, ამიტომ საჭიროა ჩატარდეს მიწების კონსოლიდაცია, რაც აუცილებელია, ეს თუ არ განხორციელდა, განვითარების პერსპექტივა მცირე იქნება. ჯერჯერობით არც მიწის ბალანსი გვაქვს, ხოლო ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, როცა უცნობია, რამდენია სახნავი მიწა, რამდენი - სათიბი და საძოვარი. არ ვიცით მრავალწლიანი კულტურები სახეობის მიხედვით, აუცილებელია, მიწის ბალანსი გაკეთდეს, სხვა შემთხვევაში პრობლემის მოგავრება ყოველთვის გაგვიჭირდება“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი. 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით (7აგვისტო), აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system