თავში

აგროტურიზმის განვითარებისთვის სპეციალური აკადემია იქმნება

აგროტურიზმის განვითარებისთვის სპეციალური აკადემია იქმნება

გაეროს ტურისმის მსოფლიო ორგანიაზია აღმასრულებელი საბჭოს სხდომას თბილისში აგრძელებს. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ცნობით, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი სოფლის მეურნეობის ტურიზმის განვითარების წლად გამოაცხადა.

პოლოლიკაშვილის თქმით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის ახალ გზამკვლევზე მუშაობს, რომელიც 100-ზე მეტი ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნას გულისხმობს.

"ვამზადებთ და თვენახევარში მზად გვექნება საბოლოო გზამკვლევი ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების შესაქმნელად. ჩვენ მოგაწვდით კონრეტულ, მზა რეცეპტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სოფლებმა, რომ ისინი ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილებად იქცნენ, როგორი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ მათ ამისთვის. ალბათ, 1 ან 1.5 წელში ჩვენ უნდა გვქონდეს 100-მდე, ან 100-ზე მეტი ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილი, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული. UNESCO-ს ყველა ვიცნობთ და მათ მიერ აღიარებული ძალიან ბევრი ადგილი ვიცით, თუმცა ახალი სოფლის გაჩენა ტურისტულ რუკაზე ნამდვილად საჭიროებს მის აღიარებას“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დასძინა, რომ ინფორმაცია ახალი ლოკაციების შესახებ იქნება გაციფრულებული და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის UNWTO კიდევ ერთი პროექტს განახორციელებს.

პოლოლიკაშვილის თქმით, ტურისტული ლოკაციების 95% ასახულია ციფრულ ტექნოლოგიებში და საჭიროა მეტი პროფესიონალი, რომ ეს სოფლები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ დიჯიტალ სივრცეშიც. ამისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიქმნება აკადემია, რომელიც ასწავლის დაინტერესებულ ადამიანებს, სოფლად ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნისთვის საჭირო უნარებს და ცოდნას გადასცემს.

"ეს გახდება ერთ-ერთი უძლიერესი საგანმანათლებლო პლატფორმა მსოფლიოში“, - აღნიშნა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system