თავში

აგვისტოში დენის იმპორტი, სავარაუდოდ, არ დაგვჭირდება

აგვისტოში დენის იმპორტი, სავარაუდოდ, არ დაგვჭირდება
აგვისტოში დენის იმპორტი, სავარაუდოდ, არ დაგვჭირდება

ბოლო თვეების განმავლობაში ივნისში დენის გამომუშავების ზრდა ფიქსირდება. ელექტროენერგიის ბალანსის 2020 წლის სტატისტიკის მიხედვით, ივნისში ადგილობრივი გამომუშავების მაჩვენებელი 999.366 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე report.ge-თან აცხადებს, ტრენდი გრძელდება ივლისშიც და უკვე აგვისტოში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი არ დასჭირდება. 

თუმცა წლიურ ჭრილში თუ მიმოვიხილავთ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის როგორც მოხმარება, ასევე გამომუშავების დონე შემცირდა. სემეკის მონაცემით, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4.36 მილიარდი კილოვატ საათს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8.7%-ით ჩამორჩება. 

მიუხედავად ამისა, გია არაბიძე ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების მხრივ დღეისთვის ქვეყანა სტანდარტულ დონეზე იმყოფება.

,,მაქსიმალურად, რისი გამომუშავებაც შეუძლია ჩვენს ჰიდროსადგურებს, ის მოცემულობა გვაქვს. ივნისში ზრდა აშკარად ფიქსირდება, თუმცა უკვე ივლისში მრავალწლიანი მაქსიმუმის თანაბარი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ. ამაში წყალმა შეგვიწყო ხელი. ივლისში დენის იმპორტი არ დაგვჭირვებია, ექსპორტზე მინიმუმი გადის და მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. აგვისტოში თუ წყლის რაოდენობა შენარჩუნდა, არ უნდა დაგვჭირდეს დენის ყიდვა, თუმცა შარშან ვიყიდეთ. იმპორტმა აღნიშნულ პერიოდში 119.17 მლნ კვტ/სთ შეადგინა. წელს ტურიზმი ჩავარდნილია და მოხმარება შემცირებულია, რის გამოც ვფიქრობ, რომ ელექტროენერგიას საქართველო არც აგვისტოში იყიდის, ამის საჭიროება არ არის", - განმარტავს ენერგეტიკოსი.

ცნობისთვის, 2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მოსახლეობამ, ჯამურად, 6.4 მილიარდ კილოვატ საათი ელექტროენრგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ის 134.2 მილიონი კვტ/სთ იყო, ეს მაჩვენებელიც წლიურად 42.7%-ით არის შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system