თავში

აგვისტოში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

აგვისტოში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა
აგვისტოში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.93 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.09%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

დროის ამავე მონაკვეთში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 191.06 მლნ ლარით (1.30%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 192.99 მლნ ლარით (0.98%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 1.13%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.45%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 11.97 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.57%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

აგვისტოს განმავლობაში 1.26%-ით, ანუ 216.32 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 17.32 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.28 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.59 პროცენტული პუნქტით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system