თავში

აგვისტოში ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

აგვისტოში ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
აგვისტოში ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

აგვისტოში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.0719-დან 3.0696- მდე (0.1 პროცენტით) გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.6086-დან 3.6243-მდე (0.4 პროცენტით) გაუფასურდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) აგვისტოს თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, აგვისტოში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.0804, ხოლო მინიმალურმა 3.0686 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.2 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.2 პროცენტი დაფიქსირდა. 

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ - 0.5 პროცენტით და აზერბაიჯანული მანათის მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო სომხური დრამის მიმართ - 0.3 პროცენტით, თურქული ლირის მიმართ - 5.0 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ კი 2.2 პროცენტით გამყარდა.

სებ-ის ცნობით, წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.2 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.3 პროცენტით გამყარდა. 

წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.9 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7 პროცენტით გამყარდა. 

სავაჭრო პარტნიორთაგან აგვისტოში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 4.8 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში - 11.8 პროცენტი, ბელორუსში - 5.6 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აზერბაიჯანში - 2.8 პროცენტი, უკრაინაში - 2.5 პროცენტი, აშშ-ში - 1.3 პროცენტი, რუსეთში - 3.6 პროცენტი, ევროზონაში - -0.2 პროცენტი და სომხეთში - 1.8 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system