თავში

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს.

აგვისტოში ივლისთან შედარებით მდგომარეობა უმნიშვნელოდ, გაუმჯობესდა. სახეზეა ეკონომიკის 5.3%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 8 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.6%-ია.

გოგიტა თოდრაძის თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system