თავში

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0%-ით განისაზღვრა.

2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.9%-ით გაიზარდა, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი - 1.1%-ით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 0.01%-ით, საიდანაც ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.4%-ით შემცირდა. იმავე პერიოდში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 24%-ით შემცირდა, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 16%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system