თავში

აგვისტოში საქართველოში 3 200-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა

აგვისტოში საქართველოში 3 200-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა
აგვისტოში საქართველოში 3 200-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა

"2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3 200-მდე ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 4,4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს," – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

კლებაა თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება – მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის, დასვენების, ასევე ვაჭრობის სექტორებში. 

"საქონლის ექსპორტი 2020 წლის აგვისტოში შემცირებულია 7,5 პროცენტით, 19,3 პროცენტით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება რვა თვის მონაცემებს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 15 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 18 პროცენტით. ექსპორტის შემცირებაზე ყველაზე მეტად გავლენა მოახდინა ორმა სასაქონლო ჯგუფმა. ეს გახლავთ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობის შემცირება და ასევე, ფეროშენადნობები. 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3 200-მდე ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 4,4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 6.9 მლრდ ლარია და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,4 პროცენტით არის შემცირებული“, – განაცხადა თოდრაძემ.

რაც შეეხება დარგობრივ ანალიზს, აგვისტოში მშენებლობის შექტორში კვლავ შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობების, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით, თუმცა გაიზარდა გარკვეულწილად სამშენებლო მასალების, მათ შორის, ცენენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.

"შვიდი პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი, ხოლო 21 პროცენტით ცემენტის და კლინკერის იმპორტი. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემცირება მეტწილად დაკავშირებული იყო საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მოერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შემცირებასთან. აგვისტოში 96 პროცენტით, თითქმის 25-ჯერ შემცირდა საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, მაშინ როდესაც, გასული წლის აგვისტოში აღნიშნული მაჩვენებელი მილიონ 85 ათასს აღემატებოდა, 2020 წლის აგვისტოში ეს არ აცდენია 45 000-ს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია შემცირება გამოვლინდა ტურისტული სააგენროებისა და ტუროპერატორების საქმიანობის მიმართულებასთან და შესაბამისად, შემცირდა მათი ბრუნვის მოცულობის მაჩვენებელიც. ტრანსპორტის სექტორში კლება მეტწილად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან“, – ამბობს თოდრაძე.

კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, გართობის, დასვენების სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან.

ამ სექტორში, თიდრაძის განმარტებით, კლების მიზეზად გვევლინება ასევე სპორტის, გართობის, დასვენების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების მოცულობის შემცირება. 

"ვაჭრობის სექტორში კლება ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებამ. 37 პროცენტით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. შემცირდა ასევე საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო, ტექნიკით, ავეჯით, ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით, სხვათა შორის შემცირდა ასევე ალკოჰოლური სასმელებით საბითუმო ვაჭრობა, რაზეც რასაკვირველია იმოქმედა ტურისტების რაოდენობის შემცირებამაც“, – განაცხადა თოდრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system