თავში

აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა
აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა.

2021 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9 პროცენტი), რამაც 0.74 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ძირითად ლითონებზე (4.8 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-9.2 პროცენტი); 

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 18.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 14.61 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (16.5 პროცენტი), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (11.2 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (47.3 პროცენტი); 

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.12 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; 

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system