თავში

Aigle Azur 10 სექტებრიდან საავაციო ბაზარს ეთიშება - VIDEO - განახლებულია

Aigle Azur 10 სექტებრიდან საავაციო ბაზარს ეთიშება
Aigle Azur 10 სექტებრიდან საავაციო ბაზარს ეთიშება - VIDEO - განახლებულია

საფრანგეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Aigle Azur ყველა ფრენა გააუქმა. ამის შესახებ France 24 იუწყება.

ავიაკომპანიის განმარტებით, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვას 10 სექტემბრიდან შეწყვეტს.

„კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს ფრენები შევასრულოთ“, - ამ განცხადებით მიმართა კომპანიამ თანამშრომლებს და განმარტა, რომ იძულებული იყო, ამ ზომისთვის მიემართა.

თავდაპირველად ავიაკომპანია აცხადებდა, რომ გაკოტრების თავიდან აცილების მიზნით შესაბამის ოპერაციებს შეასრულებდა, თუმცა კომპანიამ მილიონობით ევროს ფინანსური ზარალი განიცადა.

ამას კი წი უძღოდა აქციონერთა მიერ აღმასრულებელი დირექტორის გადაყენება. ფრანც იველინი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული შეცდომების დაშვებაში დაადანაშაულეს.

Aigle Azur-ს ჩინური კონგლომერატი HNA ჯგუფი ფლობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system