თავში

"აიქარი" ადგილობრივ ბაზარზს "ტესლას" მარკის მანქანებით მოამარაგებს

"აიქარი" ადგილობრივ ბაზარზს "ტესლას" მარკის მანქანებით მოამარაგებს
აიქარი ადგილობრივ ბაზარზს ტესლას მარკის მანქანებით მოამარაგებს

ჯანსაღი მომავლის პროექტის ფარგლებში, აიქარს ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტი შემოაქვს ქართულ ბაზარზე. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია და დღეიდან, სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, ნებისმიერ პირს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს მინიმუმ 2 წელი, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით.

როგორც "აიქარის" დირექტორი ამბობს, კომპანია საიმპორტო მანქანების შერჩევისას უპირატესობას ანიჭებს იმ მოდელებს, რომელიც გამოირჩევა კომფორტით, მობილურობით, მწვანე გარემოსთან ადაპტირებულობით.

„ტესლა საქართველოს გზებზე ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. როცა საუბრობ მომავლის პროექტებზე, გაქვს ამბიცია შემოიტანო ქვეყანაში ახალი ტრენდები, აკეთო მწვანე ბიზნესი ჯანსაღი მომავლისთვის.ტესლას ელექტრო მობილი ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ტესლას ელექტრო მობილები დადიოდეს საქართველოს გზებზე, გარემო დავიცვათ და გავაჯანსაღოთ, დავნერგოთ თანამედროვე ტრენდები, გავზარდოთ ცნობადობა საზოგადოებაში იმ პრობლემატიკის მიმართ, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია დღეს - გარემოს დაცვა. ვმუშაობთ და ეტაპობრივად ვავითარებთ ბაზარს. შემოგვიერთდით და გამოგვყევით მომავლის პროექტების განვითარების გზაზე. დავიცვათ გარემო და დავუტოვოთ მწვანე ქვეყანა ჩვენს მომავალ თაობებს“ - აცხადებს გიორგი ხუროძე, კომპანია "აიქარის" დირექტორი.

2018 წელს შეიქმნილი სრულიად ელექტრონული მოდელი 3 გაუმჯობესებული ვერსიაა S და X მოდელებისა. მოდელი 3-ის სტრუქტურულ დიზაინში გამოყენებულია ალუმინი და ფოლადის კომბინაცია, რაც ავტომობილის მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტია. მანქანას აქვს 2 ელექტრო ძრავი და 4 წამყვანი თვალი. ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით, ეს ორი ძრავი ციფრულად მართავს წინა და უკანა თვლებს, რაც არსებითად აუმჯობესებს მართვას და კონტროლს. რაც შეეხება სიჩქარეს, ამ მოდელს შეუძლია ზუსტად 3, 2 წამში 0 - დან 97 -მდე კმ/სთ განავითაროს.

აიქარის პორტფელი ტესლას მოდელი 3 -ის 10 ერთეული ელექტრო მობილით შეივსო. ამჟამად ავტო პარკში შემდეგი მარკის მანქანებია: ნისან ლიფის, რენო ზოის და ტესლა მოდელ 3.
კომპანია აიქარი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოში ელექტრო მობილების გაზიარების სერვის სთავაზობს მომხმარებელს. ბაზარზე აიქარი 2019 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს და ავითარებს ელექტრო მობილების გაზიარების სერვის დიდ ქალაქებში. აიქარი წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში. 2019 წლის აგვისტოდან კი უკვე ბათუმშიც. უახლოეს მომავალში გაზიარების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system