თავში

"აიპლიუსმა" სახელმწიფოს პირბადეები გადასცა

"აიპლიუსმა" სახელმწიფოს პირბადეები გადასცა
აიპლიუსმა სახელმწიფოს პირბადეები გადასცა

"აიპლიუსმა" ჩინეთიდან სამედიცინო სერტიფიცირებით პირბადეები სპეც რეისით ჩამოიტანა . 

როგორც report.ge-ს კომპანიაში განუმარტეს, პირბადეები განკუთვნილია არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ აიპლიუსის თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებლებისთვის.

კომპანიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა 15 ათასი ლარის პირბადე.

"პირბადეებზე დიდი დეფიციტის მიუხედავად ჩვენმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პირბადეები. ნაწილი სახელმწიფოსა და ექიმებს გადავეცით, ვინც პირველ ფრონტზე იბრძვის ჩვენი სიცოცხლისთვის. ნაწილი კი ჩვენი მომხმარებლებისთვის გამოვყავით. დამეთანხმებით, დღეს ამაზე კარგი საჩუქარი ალბათ არ არსებობს," - განაცხადა აიპლიუსის მენეჯერმა, ირაკლი ჭანკვეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system