თავში

"აირ ჯორჯია" ორ Airbus A320-ს ჩამოიყვანს

"აირ ჯორჯია" ორ Airbus A320-ს ჩამოიყვანს

ახალი ქართული დაბალბიუჯეტური კომპანია "აირ ჯორჯია" 20 ოქტომბერს 16:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Airbus A320-ის ტიპის 2 თვითმფრინავს ჩამოიყვანს.

თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი. ამ თვითმფრინავებით რეისებს ავიაკომპანია ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით განახორციელებს.

კომპანიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენებზე ნებართვის მისაღებად უკვე მიმართეს. პასუხს კომპანია 2 თვის ვადაში ელოდება.

 ავიაკომპანია რეისების განხორციელებას 2021 წლიდან აპირებს.

ახალი ქართული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის შექმნაზე Hub georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი კოდუამ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. გიორგი კოდუამ report.ge-თან აღნიშნა, მოლაპარაკებების 80% უკვე დასრულებულია და როგორც კი შეთანხმება შედგება, ახალ ქართულ კომპანიას, მაქსიმუმ, 2-3 თვეში ფრენების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system