თავში

აისახა თუ არა ლარის კურსზე სავალუტო ჯიხურების დახურვა

აისახა თუ არა ლარის კურსზე სავალუტო ჯიხურების დახურვა
აისახა თუ არა ლარის კურსზე სავალუტო ჯიხურების დახურვა

ბოლო პერიოდში ლარის კურსთან დაკავშირებული ტენდენცია თითქმის არ შეცვლილა და მეტ-ნაკლებად მყარდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად სავალუტო ჯიხურების დახურვა სახელდება.

მარტის ბოლოს, როგორც კი სავალუტო ჯიხურების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ანალიტიკოსების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ცვლილება კურსზე დადებითად იმოქმედებდა. თუმცა დარგში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლების მდგომარებაზე, რომელთა შორის უმეტესობა მცირე მეწარმეა, შეზღუდვამ მკვეთრად ნეგატიური გავლენა იქონია. 

როგორც ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი განმარტავს, დაზარალდა მომხმარებელიც, რომელსაც ვალუტის გადაცვლა კომერციულ ბანკში გაცილებით მაღალი სხვაობით უწევს. 

,,სავალუტო ჯიხურების დახურვა დიდი შეცდომა იყო. ჯერ ერთი, ისინი არ წარმოადგენენ კორონავირუსთან დაკავშირებით რაიმე საფრთხეს, ყოველ შემთხვევაში, ეს არავის დაუდასტურებია. აშკარაა, რომ შეგნებულად დახურეს ეს ობიექტები, საკმაოდ დიდი დროა გასული და ამ დროის განმავლობაში სხვა ობიექტები თუ გაიხსნა, პირველები სწორედ სავალუტო ჯიხურები უნდა ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და არც ვიცით, როდის გახსნიან, ამიტომ  მათი დაკეტვა უნდა გავიგოთ, როგორც ბანკებისთვის გაგორებული ,,დუშაში". იქიდან გამომდინარე, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში შედარებით დაბალი კურსი აქვთ, ვიდრე ბანკებს, მათ ვალუტის გაცვლიდან შემოსავლები გაუზარდა , მაგრამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ის მცირე ბიზნესი, რომელიც აქამდე სულ ღაფავდა. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, რომ სავალუტო ჯიხურების დაკეტვამ მას ,,კარგი საქმე" გაუკეთა, რადგან კურსი თანდათან გამყარებისკენ წამოვიდა", - განმარტავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ჯიხურები ქვეყნის მასშტაბით 1 აპრილიდან დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში მათი გახსნის საკითხს აქტუალურობა არ დაუკარგავს, დრემდე უცნობია, როდის მოიხსნება კონკრეტულად ამ ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვა. ამ კითხვას სულ ცოტა ხნის წინ ვერც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გასცა პასუხი. კობა გვენეტაძის განცხადებით, საკითხზე გადაწყვეტილებას არა სებ-ი, არამედ საქართველოს მთავრობა იღებს.

“ეროვნული ბანკი არ იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის რომელიმე სფეროს და მათ შორის სავალუტო ჯიხურების გახსნის ან დახურვის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები არის მიღებული იმ ჩარჩოში, რომელიც COVID-19-თან გამკლავებას ეხება. ეს გადაწყვეტილება მიიღება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც ამ სექტორთან, ასევე, ხელისუფლებასთან და როგორც კი სიახლე გვექნება, გავაცნობთ მას მოსახლეობას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system