თავში

რეფინანსირების სესხის მოცულობამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
რეფინანსირების სესხის მოცულობამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

რეფინანსირების სესხის მოცულობა ხუთშაბათს 17 ოქტომბერს კიდევ 90 მლნ ლარით 2.17 მლრდ ლარამდე გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

რეფინანსირების სესხს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ყოველ ხუთშაბათს 1 კვირის ვადით გასცემს. წლის დასაწყისიდან დღემდე მისი მოცულობა 2.27-ჯერ, წლის მინიმუმთან შედარებით კი 6.67-ჯერ. თებერვალში, როცა რეფინანსირების სესხის მოცულობა 340 მლნ-მდე შემცირდა 1 აშშ დოლარი 2.64 ლარი ღირდა, რაც ასევე თავის მხრივ წლის მინიმალური მაჩვენებელია.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხით საქართველოში 102 000-ზე მეტი პირი სარგებლობს. სების გადაწყვეტილებით სექტემბერში მათ სესხი 2 ეტაპად ჯამში 1%-ით გაუძვირდათ. 4 და 25 სექტემბერს მონეტარული კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების სესხის განაკვეთი 0.5-0.5 პროცენტით 7.5%-მდე გაიზარდა. სებმა მაშინ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის კონტროლის მოტივით ახსნა. ინფლაციამ სა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system