თავში

,,ახალგაზრდა ადვოკატები" სემეკის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

,,ახალგაზრდა ადვოკატები" სემეკის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
,,ახალგაზრდა ადვოკატები სემეკის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

,,ახალგაზრდა ადვოკატები" ,,სემეკის" გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ report.ge-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გასაჩივრდება სემეკის გადაწყვეტილება როგორც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" დაკავშირებით, ასევე გიორგი ფანგანთან მიმართებაშიც. როგორც ვიცით, ,,ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნული სადავო საკითხის საჯარო განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან კომისიის წევრ, გიორგი ფანგანის აცილებას მოითხოვდა.

,,ჩვენი განწყობა საბრძოლოა, დანებებას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ სემეკმა არაობიეტური გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მარეგულირებელს ადმინისტრაციული საჩივრით ჯერ კიდევ თებერვალში  მივმართეთ  და მოვითხოვეთ  2018 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის გაუქმება. რატომღაც სემეკმა ჩათვალა, რომ გამართული აღრიცხვის კვანძით აღრიცხული სასმელი წყლის საფასურის ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ამ შემთხვევაში დაეყრდნო ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის დასკვნას, რომლითაც მრიცხველი ვარგისად იქნა მიჩნეული. თუმცა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ასეთი დასკვნა მრიცხველის გარეგნული დათვალიერების  საფუძველზე გაკეთდა. სამწუხაროდ, ჩვენი მეორე მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდა და  კომისიის წევრი გიორგი ფანგანი აღნიშნული დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს არ გამოეთიშა. აშკარაა, რომ სემეკმა ორივე გადაწყვეტილება სუბიექტური მოსაზრებით მიიღო, ამიტომ დანებებას არ ვაპირებთ, გავაგრძელებთ  ბრძოლას და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განუცხადა არჩილ კაიკაციშვილმა report.ge-ს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system