თავში

ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე თემატური მოკ
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

„ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის“ თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პროექტი განიხილეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებულმა მოკვლევის ჯგუფმა, ზეპირი მოსმენების და შესაბამისი კვლევების საფუძველზე, მიგნებების და რეკომენდაციების პროექტი შეიმუშავა. დოკუმენტი შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და ორგანიზაციებს დაეგზავნებათ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ახალგაზრდების დასაქმების საკითხი კომპლექსური პროცესია და იგი სისტემურ მიდგომებს საჭიროებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია შემუშავებული რეკომენდაციები სრულფასოვნად შესრულდეს, მათი მიმდინარეობის პროცესი კი კომიტეტის მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება.

„ახალგაზრდობის დასაქმების ხელშეწყობის“ თემატური მოკვლევის ანგარიში პარლამენტის ბიუროს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს წარედგინება.

თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system