თავში

ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები დამზადდა

ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები დამზადდა
ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები დამზადდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა.

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

ბროშურები ათი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგება და მათ ძირითად სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ.

შემუშავებული ბროშურების მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო სისტემისა და მისი მონაწილეების, ფულისა და ვალუტის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების შესახებ და, ასევე, მოიცავს ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, სესხება, დაზღვევა, ფინანსური უსაფრთხოების თემები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

"მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მასალები სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, დარწმუნებული ვართ, მათში საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ნებისმიერი მომხმარებელი აღმოაჩენს. ბროშურების ელექტრონული ვერსიები მზადაა სტამბური წესით ბეჭდვისათვის და, იმედი გვაქვს, დაინტერესებული მხარეები ამ პრაქტიკულ მასალებს აქტიურად გამოიყენებენ", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system