თავში

ახალგაზრდობის სააგენტომ განვითარების ფონდი განაახლა

ახალგაზრდობის სააგენტომ განვითარების ფონდი განაახლა
ახალგაზრდობის სააგენტომ განვითარების ფონდი განაახლა

ახალგაზრდობის სააგენტო, 3 თებერვალს, საკუთარი განვითარების ფონდს განახლებული სახით ონლაინ ფორმატში წარადგენს. 

ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, გასულ წელს სააგენტომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა 14 ახალგაზრდული ორგანიზაცია, მათ შორის, 3 საინიციატივო ჯგუფი საქართველოს 10 რეგიონიდან.

„კონკურსის გამარჯვებულები საქმიანობას ახლაც აგრძელებენ. სააგენტოსთვის 2020 წელს საგრანტო პროგრამა საპილოტე იყო, კონკურსის პირობებისა და პროცედურების გაუმჯობესების და კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, წლევანდელი საგრანტო კონკურსი განახლებული პირობებით შეიმუშავა. განახლება განხორციელდა დაფინანსებული დაფინანსების მიღმა მყოფი, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსა და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

2021 წელს, ახალგაზრდობის სააგენტოს „განვითარების ფონდს“ ორი მიმართულება ექნება - ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება.

„პირველი მიმართულება რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისა და რეგიონში ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ საგრანტო პროექტებს დააფინანსებს. იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ სფეროში გამოცდილება, მაგრამ აქვთ საინტერესო იდეა, რომელიც ახალგაზრდების და მათი საჭიროებების მოგვარებაზეა ორიენტირებული და სურს ამ იდეის გარშემო გააერთიანოს ირგვლივ მყოფი ახალგაზრდები.

მეორე მიმართულება კი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვისაა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ახალგაზრდული/ახალგაზრდებისთვის რეალური და ვირტუალური სივრცეები, სადაც არაფორმალური განათლების გზით შეძლებენ გაიუმჯობესონ კომპეტენციები.

ახალგაზრდობის სააგენტოს „განვითარების ფონდი“ კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს ახალგაზრდებს. ოფიციალური განაცხადის გამოგზავნამდე, მათ შეეძლებათ გამოგზავნონ განაცხადი და საგრანტო პროგრამის მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებისგან მიიღონ რეკომენდაცია. წინასწარი უკუკავშირი განმცხადებელს დაეხმარება რეალური პროექტის ხარისხიანად მომზადებაში.

ახალგაზრდობის სააგენტოს “განვითარების ფონდის” დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლია, საქართველოს 10 რეგიონის, როგორც საინიციატივო ჯგუფებს, ისე ახალგაზრდულ ორგანიზაციებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system