თავში

ახალი აეროპორტი აჭარას ეკონომიკურ აღდგენაში დაეხმარება

ახალი აეროპორტი აჭარას ეკონომიკურ აღდგენაში დაეხმარება
ახალი აეროპორტი აჭარას ეკონომიკურ აღდგენაში დაეხმარება

„მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური სირთულეებისა, გაფართოვებული, განვითარებას დაქვემდებარებული აეროპორტი და ახალი ინფრასტრუქტურა დაგვეხმარება ძალიან მალე შევძლოთ ეკონომიკური დინამიკის აღდგენა როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული ინფრასტრუქტურით შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან.

„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უკვე ზაფხულისთვის შევძლოთ და ტურისტები დავუბრუნოთ როგორც ბათუმს და აჭარას, ასევე მთლიანად ქვეყანას“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმის აეროპორტის განახლება 17 მლნ დოლარი დაჯდა. 17-მილიონიანი ინვესტიცია ბათუმის საერთასორისო აეროპორის მოდერნიზებაში კომპანია „ტავმა“ ჩადო.  ბათუმში განახლებული აეროპორტი დღეს გაიხსნა, რომლის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა. 2019 წელს მგზავრთა რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა. ახლა აეროპორტი 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე - გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გაფართოვდა „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system