თავში

ახალი ინიციატივები ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაში

ახალი ინიციატივები ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაში
ახალი ინიციატივები ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაში

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) უახლოეს დღეებში, ჩამოაყალიბებენ ერთობლივ კოორდინირებულ მიდგომას იმ ინიციატივების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ტვირთებმა სწრაფად მიაღწიონ საჭიროების ადგილზე, მათ შორის ნაკლებად განვითარებულ და ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნებში.

ორგანიზაციებმა უკვე მოუწოდეს წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებს უსწრაფესად მოახდინონ ინფორმაციის გაზიარება, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ შექმნილ ახალ გლობალურ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიმართებაში.

„იმ ვითარებაში, როცა COVID-19 აგრძელებს გლობალურ გავრცელებას, მთავრობები განიხილავენ ახალ ზომებს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად, ჩვენ, ჩვენი მანდატის ფარგლებში, მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ, ისეთი ახალი სასაზღვრო კონტროლის ღონისძიებების გატარება, რომლებიც იქნება მიზნობრივი, პროპორციული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული.

ამასთან, ჩვენ ვალდებული ვართ, თანაბარი დახმარება გავუწიოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ზომები არის დროებითი და უნდა მოიხსნას, მაშინვე, როგორც კი აღარ იქნება მათი საჭიროება, განსაკუთრებით კი, თუ ისინი ზღუდავენ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას“, – აღნიშნულია მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

როგორც report.ge-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, უწყევა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის 183 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად სრულად იზიარებს და უერთდება ინიციატივას.

მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ერთობლივად იმუშაონ, რათა მაქსიმალურად გამარტივდეს ვაჭრობა ისეთ საქონელთან მიმართებაში, როგორიცაა სამედიცინო ინვენტარი, საკვები პროდუქტები და ენერგეტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system