თავში

ახალი იპოთეკური სესხების კლება ზომიერად ფასდება

ახალი იპოთეკური სესხების კლება ზომიერად ფასდება
ახალი იპოთეკური სესხების კლება ზომიერად ფასდება

ახალი გაცემული იპოთეკური სესხების კლება იანვრის მონაცემებთან შედარებით ზომიერია.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" განახლებულ ეკონონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, 1-21 თებერვლის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 15.4%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით), ხოლო 1-19 თებერვლის პერიოდში თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის წლიური ზრდის მაჩვენებელმა 4% შეადგინა.

იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, რომელიც 2020 წელს დასრულდა, სულ 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 827 მილიონი ლარი იყო.

კობა გვენეტაძის შეფასებით, ამ პროგრამამ გასულ წელს ბაზარი გამოაცოვხლა და იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მისივე თქმით, სუბსიდირების შეწყვეტა იმოქმედებს აქტივობაზე, თუმცა, ჯამში არასუბსიდირებული ბინების გაყიდვის დინამიკა, გვენეტაძის აზრით, იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრ რყევებს არ უნდა ველოდოთ.

დეველოპერები მთავრობას სესხების სუბსიდირების გაგრძელებას ითხოვენ. მათი შეფასებით, 2020 წელს უძრავი ქონების ბაზარი კრიზისისგან სესხების სუბსიდირების პროგრამამ დაიცვა. შესაბამისად, 2021 წელს, რადგან ეპიდემიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, სესხების სუბსიდირების პროგრამას სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები კვლას მაშველი რგოლის ფუნქციას აკისრებენ და მთავრობას მოუწოდებენ, რომ პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში, დეველოპერები ამბობენ, რომ სამშენებლო ბიზნესს არსებულ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, კრიზისში აღმოჩნდეს. დეველოპერების მტკიცებით, ამ პროგრამით მოგებაშია როგორც კერძო სექტორი ისე თავად სახელწიფო, რადგან ამ სექტორის დაფინანსება მომგებიანი და მაღალი უკუგების ინვესტიციაა.

შეგახსენებთ, იპოთეკურსი სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულდა.

საქართველოს მთავარი ბანკირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამბობს, რომ ქვეყანას მომავალ წელს დამატებითი სუბსიდირების რესურსი არ აქვს..

ოთხ თვესა და ორ კვირაში 5,636 იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა. ამ სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 543 მილიონ ლარს. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე პიკური თვე სექტემბერი იყო, როდესაც ჯამში 1,765 სესხი დასუბსიდირდა ჯამში 169 მილიონი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სესხების საშუალო მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს 89 ათასი ლარიდან 110 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სუბსიდირების პროგრამა ძირითადად ეხმარება საცხოვრებელი ბაზრის ეკონომ სეგმენტს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირებულ სესხებს 30-35% უკავია.

სუბსიდირების პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე ასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი, აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

შეგახსენებთ,2020 წელს მოქმედი სამშენებლო სექტორის მხარდამჭერი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გარდამავალი ხარჯი 35,0 მლნ ლარია.

მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების გაგრძელებას არ გეგმავს.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარი იყო.

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში“ იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერ პროგრამას დაიწყო. პროგრამას ორ კომპონენტად ამუშავებდა: - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელი იყო, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system