თავში

ახალი ჯეიმს ბონდის ძველი პარტნიორი Aston Martin ბრუნდება - VIDEO

ახალი ჯეიმს ბონდის ძველი პარტნიორი Aston Martin ბრუნდება
ახალი ჯეიმს ბონდის ძველი პარტნიორი Aston Martin ბრუნდება - VIDEO

ჯეიმს ბონდი ფილმების ის სერიაა, სადაც რეკლამა ნამდვილად მუშაობს. ნივთები რომლებსაც ფილმის მთავარი გმირი ეხება, აღარ არიან მხოლოდ ინვენტარის როლში და მათ კონკრეტული, შინაარსობრივი დატვირთვა ეძლევათ. მომავალი წლის გაზაფხულზე James Bond-ის ახალი, რიგით 25-ე ფილმი სახელწოდებით - No Time to Die გამოვა, რომელშიც მაყურებელი ძვირადღირებული სპორტული მანქანების მწარმოებელი კომპანია Aston Martin-ის ოთხ საკულტო მოდელს იხილავს. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა. სხვადასხვა სცენაში მოდელები - DBS Superleggera, DB5, V8 Vantage და Valhalla გამოჩნდებიან. James Bond-ის მაყურებლებმა კარგად იციან, რომ Aston Martin-ის ავტომობილები ფილმის ერთგვარი პერსონაჟები არიან, ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მანქანების გამოჩენა ფილმს დაუვიწყარ სანახაობად აქცევს. DBS ჯეიმზ ბონდთან ერთად პირველად 1969 წლის ფილმში გამოჩნდა , მას შემდეგ კომპანიამ ავტომობილი გააუმჯობესა - 2020 წლის მოდელის ცილინდრების რაოდენობა გაორმაგებულია. ეს არ არის გამონაკლისი, როდესაც მსოფლიოს ძლევამოსილი აგენტი გადაადგილებისთვის იყენებს ასტონ მარტინს. Ბონდის 25-ე ფილმი მეოთხე შემთხვევა იქნება, როცა ეს მოდელი კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აგენტს გაუწევს პარტნიორობას. Რაც შეეხება კლასიკურ სპორტულ მოდელ DB5-ს, ის მაყურებელმა ბონდის 1964 ფილმ - Goldfinger-ში იხილა. ორკარიანი მოდელი მალევე იქცა ბონდის ფრენჩაიზის სინონიმად - ავტომობილი, რომელთან ერთადაც არ არსებობს შეუსრულებელი მისია. V8 Vantage კი მაყურებელს 1987 წლის ფილმიდან ახსოვს . მოდელმა დროს გაუსწრო და გასული საუკუნის მიწურულს იმ ფუნქციებით იყო აღჭურვილი, როგორც ავტომობილი მომავლიდან. Შესაძლებლობებით V8 Vantage დღემდე ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. Aston Martin Valhalla ის მოდელია, რომელიც ფილმის მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს. ჰიპერ ავტომობილი, რომელიც კინოსურათს ნამდვილად განსხვავებულ ესთეტიკას შესძენს, Aston Martin-ის დაანონსებული მოდელია, რომელიც წარმოებაში 2021 წელს უნდა ჩაეშვას.  Aston Martin-ში გადახდილი ფული, მომხმარებლისთვის არასოდეს არის ძვირი, რადგან იცის რომ ის მანქანასთან ერთად ყიდულობს სტატუსს, რომელსაც ავტომობილი საკუტარი მახასიათებლების გარდა, ჯეიმს ბონდის პარტნიორობით იძენს.

 

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system