თავში

ახალი მეთოდოლოგიით, მილიონზე მეტი ადამიანი ეკონომიკურად არააქტიურია

ახალი მეთოდოლოგიით, მილიონზე მეტი ადამიანი ეკონომიკურად არააქტიურია
ახალი მეთოდოლოგიით, მილიონზე მეტი ადამიანი ეკონომიკურად არააქტიურია

უმუშევრობასთან დაკავშირებით მეთოდოლოგიური ცვლილება თვითდასაქმებულების შესახებ სტატისტიკას თავდაყირა აყენებს. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სტატისტიკური აღრიცხვიანობის ცვლილებას უკავშირდება, თვითდასაქმებულებია, თუ სად გადაანაწილებს მათ საქსტატის ახალი მეთოდოლია. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, დასაქმებაში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება და ადგილი აქვს სტრუქტურულ გადაჯგუფებას, ამ მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულების რიცხვი თითქმის 2-ჯერ მცირდება და 1 მილიონზე მეტი ადამიანი ეკონომიკურად არააქტიური მოქალაქეების რაოდენობას უერთდება.

,,საქსტატის ახალი მეთოდოლოიით,  დასაქმებულად ვიღარ ჩაითვლებიან ისინი, რომლებიც შინამეურნეობებში არიან დასაქმებულები, მაგრამ არ აწარმოებენ იმდენ პროდუქციას, რომლის ნახევარე მეტი შეიძლება საბაზრო დანიშნულებით იყოს დატვირთული ანუ გასაყიდად განკუთვნილი. ეს კატეგორია უკვე არ მიეკუთვნებიან დასაქმებლებს. მაშინ, სად შეიძლება აღმოჩნდნენ, ცხადია, თვითდასაქმებულთა კატეგორიებიდან სხვა კატეგორიაში გადაინაცვლებენ. სხვა ინდიკატორი იქნება გამოყენებული. კერძოდ, სოფლად მომუშავე ადამიანს თუ აქვს დასაქმების წყარო, რომელიც საბაზრო ურთიერთობებს უკავშირდება, დასაქმებულებს შეუერთდება, მაგრამ მათი რაოდენობა რეალურად ძალიან მცირეა და 11%-ს არ აჭარბებს. დაახლოებით 16-17%-ის ფარგლებშია მათი რაოდენობა, ვინც შეემატება უმუშევართა რაოდენობას თვითდასაქმებულებიდან, ხოლო ნახევარზე მეტი გადავა ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რანგში ანუ  სამუშაო ძალად არ ჩაითვლებიან. 15 და მეტი წლის ასაკობრივ ჯგუფში ასეთი მოქალაქეების რაოდენობა მილიონზე მეტია და სტაბილურად შემცირდება. დაახლოებით ამ მაჩვენებით შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა,  თითქმის 2-ჯერ, 445 ათასით, ხოლო თუ შევადარებთ იგივე მეთოდიკით 2012 და 2020 წლის კვარტალურ მონაცემებს, უმუშევართა ამჟამინდელი მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით, მხოლოდ 3/5-ის დონეზეა. ფაქტობრივად მივიღეთ ხარისხობრივი გაუმჯობესება. დასაქმებულთა რაოდენობა დღეისათვის 70%-ია და ეს მაჩვენებელი შეესაბამება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, საბერძნეთი და სერბეთი. უმუშევრობის ახალი მეთოდიკით ჩვენ ორჯერ ვუსწრებთ ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ საბერძნეთის მაჩვენებელს ზუსტად ემთხვევა, სადაც  უმუშევრობის დონე 17%ია", - განმარტავს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქსტატი უმუშევრობას საქართველოში ახლებურად ითვლის. უწყების განმარტებით, მეთოდოლოგიური ცვლილებები სამუშაო ძალის სტატისტიკის გამოკვლევაში საქართველოში დღემდე მოქმედი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო, რომელიც მიღებულია 1982 წელს, შრომის სტატისტიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე. ხოლო ახალი სტანდარტი ILO-ს მიერ შემოთავაზებულ იქნა 2013 წელს, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში, შრომის სტატისტიკოსთა მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე.

საქართველოში ახალი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა 2019 წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system