თავში

ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა სიღნაღში

ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა სიღნაღში
ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა სიღნაღში

სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კიდევ ერთი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ქართული ხილი“  მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქართული ხილი“ 2019 წელს დარეგისტრირდა. მასში 5 მეპაიეა გაერთიანებული. კოოპერაციულ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა აქედან, 600,000 ლარი გრანტია, შეღავათიანი აგროკრედიტი კი, 600,000 ლარს აჭარბებს. დანარჩენი თანხა კოოპერატივის წევრების ინვესტიციაა. სამაცივრო მეურნეობაში 800-1000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში სეზონურად 15, მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system