თავში

ახალი შეღავათებისგან თავი უნდა შევიკავოთ - მაჭავარიანი

ახალი შეღავათებისგან თავი უნდა შევიკავოთ - მაჭავარიანი
ახალი შეღავათებისგან თავი უნდა შევიკავოთ  - მაჭავარიანი

"ეს ინიციატივა როგორც მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა შევიკავოთ ახალი შეღავათებისგან, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები და ძველ ასეთ შეღვათებს უნდა გადავხედოთ," - ასე ფიქრობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, ბოლო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში გაკეთდა ბევრი საგადასახადო შეღავათი, რომელთა ნაწილი გადასახედია. მაჭავარიანი აღიარებს, რომ ძნელი იქნება დღეს კონკრეტული სექტორისთვის შეღავათიანი დაბეგვრის მოხსნა, თუმცა, როგორც მინიმუმ, ახალ შეღვათებზე უნდა ვთქვათ უარი და რამდენადაც შესაძლებლობის ფარგლებში გადავხედოთ ძველს.

ზოგადად, მინისტრი საგადასახადო შეღავათების მომხრე არ არის და ფიქრობს, რომ თუ ვინმეს დახმარებაა საჭირო, უმჯობესია, მისტვის სპეცპროგრამა შედგეს, ვიდრე საგადასახადო შეღავათი მიეცეს. 

„ჩვენ სერიოზული ანალიზი გავაკეთეთ და როგორც აღმოჩნდა ზოგიერთი უფრო მიზანშეწონილია ეკონომიკურად, თუმცა უმეტესი საგადასახადო შეღავათებისა, არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც ის დაწესდა. ზოგადად, ყოველთვის უფრო მიზანშეწონილი და ეფექტურია, როდესაც გვინდა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების, ან რომელიმე კონკრეტული სახეობისა თუ სერვისის ხელშეწყობა, წავიდეთ არა შეღავათების გზით, არამედ უკეთესია შევქმნათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უშუალოდ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მოემსახურება და მათ შეუმსუბუქებს ყოფას. ეს არ არის ახალი ამბავი, ან ჩვენი აღმოჩენა, ეს არის პრაქტიკულად ყველგან, როდესაც არის მასობრივი შეღავათი რაღაც პროდუქტზე ან მომსახურების სახეობაზე. მაგალითად, წინა პარლამენტში იყო საუბარი, რომ თხევად გაზს იყენებდნენ ის რეგიონები და სოფლები, სადაც არ არის ბუნებრივი გაზი და რომ ეს იყო სოციალური გაზი, თუმცა რომ დავთვალეთ ვნახეთ და ამ შემთხევაში სწორი იყო ბიზნესასოციაციის და იმ მეწარმეების პოზიციები, რომლებმაც მოითხოვეს დაბეგვრის გათანაბრება, რადგან ეს შეღავათი თავის მიზანს არ ემსახურებოდა. აღმოჩნდა, რომ იყო 20 მლნ ლარის შეღვათი ბიუჯეტიდან თუმცა, რომ დავთვალეთ იმ ადამიანებისთვის, ვინც იყენებდნენ თხევადი გაზის ბალონებს სოციალური მიზნით, მაქსიმუმ 2 მილიონიანი პროგრამა რომ შეგვემუშავებინა სრულად დავფარავდით მათ მოთხოვნებს. დანარჩენით, პრაქტიკულად, ხეირობდა ის ადამიანი, რომელიც არ იყო შეჭირვებული. ამდენად, ამ გზით დაზოგილი ფულით ისევ შეგვიძლია, რომ სოციალურად დაუცველებისთვის და შეჭირვებულებისთვის კიდევ უფრო ძლიერი პროგრამა გავაკეთოთ და დავეხმაროთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს“, - ამბობს ივანე მაჭავარიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system