თავში

ახალი შესაძლებლობა კოოპერატიული მეურნეობებებისთვის

ახალი შესაძლებლობა კოოპერატიული მეურნეობებებისთვის
ახალი შესაძლებლობა კოოპერატიული მეურნეობებებისთვის

საქართველოში კოოპერატიული მეურნეობების განვითარების ახალი ეტაპი იწყება. მთავრობის სტრატეგიას, რომ კოოპერატივებს ფინანსურად დაეხმაროს, სპეციალისტების უმეტესობა იწონებს. აგროექსპერტი ანზორ მესხიშვილი report.ge-თან ამბობს, რომ კოოპერატივებისთვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან  გაერთიანების გარეშე ხალხი დიდ მოსავალს ვერ მოიყვანს, ასეთ პირობებში კი ადგილობრივი წარმოება ვერ განვითარდება.

აგროექსპერტის  თქმით, სასურველი პრიორიტეტები განისაზღვროს ადგილწარმოშობის კულტურების მიხედვით, რომელ რეგიონში რა შესაძლებლობაცაა.

ანზორ მესხიშვილი: ,,ფერმერული მეურნეობები საქმიანობას ძირითადად ორგანიზებულობის გარეშე ეწევიან, ამიტომ უამრავი დახმარების მიუხედავად, კოოპერატივებმა ფეხი ვერ მოიკიდეს საქართველოში. ჯერ კიდევ 1992 წელს, როცა დაიწყო მიწის რეფორმა და გამოიცა მთავრობის დადგენილება (1992 წელი, 18 იანვრის, დადგენილება 48) ,,სასოფლო-სამეურნეო მიწების დანიშნულების შესახებ", გლეხებს მიწები უფასოდ დაურიგეს. მერე გადაწყდა, რომ ყოფილი საბჭოთა მეურნეობების და კოლმეურნეობების რეორგანიზაცია მოეხდინათ, მაგრამ ვერ მოხერხდა და ადამიანების ჯგუფმა მთელი  სასოფლო-სამეურნეო ქონება დაიტაცა. ამან ჩვენი სოფლის მეურნეობა გააუბედურა. დედოფლისწყაროში, რომელიც ხორბლის ბეღელად ითვლება, 46 000 ჰა სახნავი მიწა 560 მიწის ნაკვეთად იყო წარმოდგენილი. ხოლო რეფორმის შედეგად  ეს მიწა გლეხებმა 26 ათას ნაკვეთად გაინაწილეს, რამაც შრომის ნაყოფიერება კატასტროფულად შეამცირა.  ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან კოოპერატიული მეურნეობებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რომ წარმოების ზრდა მოხდეს. მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა დამოკიდებულია, რომელ რაიონში რა კულტურაა პრიორიტეტული, დედოფლისწყაროში ეს არის მარცვლეული კულტურა, მაღალმთან ზონებში მეცხოველეობის დარგი,  კახეთში - მევენეხეობა, შიდა ქართლში მეხილეობას და ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებს უნდა მიექცეს ყურადღება. ვფიქრობ, რომ სწორი აქცენტი გაკეთდა, აუცილებლად კარგი ინიციატივაა, რადგან ინდივიდუალურ მეურნეობას კოოპერატიული ყოველთვის სჯობს. ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც მომგებიანია".

შეგახსენებთ, რომ კოოპერატივების მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია. თითოეული კოოპერატივისთვის მთავრობის მხრიდან თანადაფინანსება არაუმეტეს 25 000 ლარს შეადგენს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system