თავში

ახალი სიცოცხლე სამკერვალოს - ეკონომიკის მინისტრი "იმერს" ესტუმრა

ახალი სიცოცხლე სამკერვალოს - ეკონომიკის მინისტრი "იმერს" ესტუმრა
ახალი სიცოცხლე სამკერვალოს - ეკონომიკის მინისტრი იმერს ესტუმრა

„ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს „იმერს“, რომელიც 90 წლის არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, პროგრამაში მონაწილეობით სამკერვალო გადაიარაღდა. ის პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გაგზავნის. საწარმოში 400 ადამიანია დასაქმებული. 

სამკერვალო კომპანია „იმერი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია 2016 წლის დეკემბრიდან. საწარმო ორიენტირებულია პალტოების, ლაბადების და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი დამზადებაზე. 2016 წელს საწარმო გაფართოვდა, რამაც კომპანიას მისცა საშუალება უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ჰყოლოდა. ჯამურმა ინვესტიციამ 315 000 ევრო შეადგინა. ინვესტიციით საწარმოში 170 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system