თავში

Emerging Europe: ახალი ტექნოლოგიური კომპანიების დონე საქართველოში მაღალია

ახალი ტექნოლოგიური კომპანიების დონე საქართველოში მაღალია
Emerging Europe: ახალი ტექნოლოგიური კომპანიების დონე საქართველოში მაღალია

Emerging Europe აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით "საქართველოს ბიზნეს წამოწყებები მზად არიან ინვესტიციებისთვის. ინვესტორების მოქმედების დრო დგება“.

გამოცემის შეფასებით, საქართველოს ბიზნეს წამოწყებების სეგმენტში ადრეც განხორციელებულა კაპიტალდაბანდებები ისრაელელი, ამერიკელი, გერმანელი და ადგილობრივი ინვესტორების მიერ, თუმცა ამან ახლა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და სხვა მეწარმეებისთვისაც წამახალისებელ ფაქტორად გამოდგება.

მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების დონე საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და დამფუძნებლებმა საბოლოოდ დაიწყეს გლობალურად აზროვნება.

გამოცემა ამის თვალსაჩინო მტკიცებულებად ასახელებს იმას, რომ ქართული ბიზნეს წამოწყების Stack App-ის მიერ ჩატარებული პირველი საერთაშორისო საინვესტიციო რაუნდი, რომელსაც ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება ახალ განზომილებაში გადაჰყავს. მან გლობალური გაფართოებისთვის 850 000 აშშ დოლარი მოიზიდა კომპანიებიდან 500 Startups (აშშ) და Peak Capital (ნიდერლანდები).

სტატიის ავტორი ამბობს, რომ საქართველოს ბიზნეს წამოწყებების სეგმენტში ადრეც განხორციელებულა კაპიტალდაბანდებები ისრაელელი, ამერიკელი, გერმანელი და ადგილობრივი ინვესტორების მიერ. თუმცა ამან ახლა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და სხვა მეწარმეებისთვისაც წამახალისებელ ფაქტორად გამოდგება. 

"იმედია, ეს კარგი ნიშანი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვისაც. რადგან ქვეყანაში ბიზნეს სექტორი ჯერ კიდევ კარგად გაციფროვნებულია, პროგრამული უზრუნველყოფა სერვისად ბიზნესებისთვის სავარაუდოდ ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიური ბიზნეს წამოწყებების სახეობაა. სიღრმისეულად ტექნოლოგიური და მეცნიერებაზე დაფუძნებული პროექტებიც ხშირად მონაწილეობენ საინვესტიციო კონკურსებში, თუმცა მათ უფრო უჭირთ არსებობა, რადგან უხვი დაფინანსება არ არსებობს ამ ტიპის პროექტებისთვის. ფინანსური კომპანიებისგან, ბანკებისგან და მარკეტინგული სააგენტოებისგან წარმოქმნილი ბიზნეს წამოწყებებიც გვინახავს. ქვეყანაში არსებობენ ასევე საგანმანათლებლო და სათამაშო ტექნოლოგიური ბიზნეს წამოწყებები და პროექტები. აქვეა რა თქმა უნდა სამოგზაურო დარგში მოქმედი ბიზნეს წამოწყებებიც, რომლებიც უდაოდ ნიშანდობლივია, რადგან საქართველო მიმზიდველი ადგილია მოგზაურთათვის, თუმცა ბაზარი ძალიან ახალი და ამ მიმართულებით ნაკლებად გაციფროვნებულია. ზოგადად ახალი ტექნოლოგიური კომპანიების დონე საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და დამფუძნებლებმა საბოლოოდ დაიწყეს გლობალურად აზროვნება. მხოლოდ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაზე აზროვნების კონცენტრირების ნაცვლად, მათ სურთ მსოფლიოს გაუსწორონ თვალი. სწორედ ამიტომ ველით მეტ საინვესტიციო ფონდს რეგიონიდან, რომლებიც ჩვენს საინვესტიციო კონკურსებს დაესწრებიან და საინვესტიციო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას. დადგა დრო, გავიგოთ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს”,- წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის შეხვედრის ადგილი. უძველეს აბრეშუმის გზამდეც კი ხალხთა და კულტურათა ტიგელი იყო. წარსული აწმყოს ხსნის: დედაქალაქი თბილისის ეკლექტური არქიტექტურა, საოცარი სამზარეულო ღვინო, რომელიც აქ ათასწლეულობით მზადდება, ჰიბრიდული ტაქსები და მზარდი მიწისქვეშა მუსიკის სცენა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში უვიზოდ ასზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შესვლა.

ავტორის თქმით, სამი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყოველწლიურად მილიონობით მგზავრს ემსახურება, რომელთაგან უმეტესობა ტურისტია, თუმცა ბევრიც საქართველოში დასახლებას, ბიზნესის წარმოებასა და ინვესტირებას განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system