თავში

ახალი ვალდებულებები სამთო-მოპოვებით სექტორს

ახალი ვალდებულებები სამთო-მოპოვებით სექტორს

მას შემდეგ, რაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დასაქმებულებისთვის სახლში დარჩენის, ხოლო დამსაქმებლებისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა.

სამთო-მოპოვება წარმოების ის სფეროა, სადაც დისტანციური მუშაობა შეუძლებელია. ამიტომ სექტორს ოპერირების გაგრძელება ახალი ვალდებულელებით უწევს.

მთავრობის მითითებები სამთო-მოპოვებითი სფეროში მომუშავე ბიზნესისთვის ასეთია:

დამსაქმებელმა სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;  

მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;  

უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (რესპირატორი, საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანი, სახის ფარი და შესაბამისი სათვალე);  

ვალდებულია მიაწოდოს დასაქმებულებს ინფორმაცია უსაფრთხო მუშაობის პროცედურების და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ (იხელმძღვანელოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით);  

განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის შესახებ და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსზღვრული, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ მას სამუშაო პროცესის დაწყებამდე;  

იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება; 

შესაძლებლობის ფარგლებში დამსაქმებელმა უნდა დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე. მთავრობა მას თანამშრომელთა როტაციის გამოყენებას ურჩევს.;  

რეკომენდირებულია ერთ სამუშაო უბანზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 ადამიანის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისი დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);  ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;  

დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო პროცესის დაწყებამდე, სამედიცინო პერსონალის მიერ დასაქმებულთა შემოწმება ვირუსის სიმპტომებთან დაკავშირებით;  

სამუშაო ადგილებზე განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.  

უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი ხსნარის განთავსება; 

ყველა თანამშრომელს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული პროცედურების შესახებ;  

დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, რესპირატორი), დააწესეთ კონტროლი მათ გამოყენებაზე; დაატრენინგოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

გარკვეული პერიოდულობით დამსაქმებელმა უნდა მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია;  

კომპანიის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულეთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება;  

ასევე დროულად უნდა იქნას გატანილი ნარჩენები.

დასაქმებულთა ვალდებულები
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.  შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები: 

დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;  

სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);  

მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);  

სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;  

სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;  

საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ ხელები;  

გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;  

დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;  

მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. 

ცნობისთვის, პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;  

ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);  

აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.); 

მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system