თავში

ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვა 50 მლნ დოლარი დაჯდება

ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვა 50 მლნ დოლარი დაჯდება
ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვა 50 მლნ დოლარი დაჯდება

ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით 50 მლნ დოლარია საჭირო. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით საფინანსო ინსტიტუტებთან. ამის შესახებ თბილისი ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, ზოოპარკმა გრანტები მიიღო გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP), ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ).

გურიელიძე ამბობს, რომ ცხოველების ნაწილი ირმები, ნიამორები, ჯიხვები, ფოცხვერები, აქლემები, აფრიკული ველური ძაღლები, ახალ ობიექტზე უკვე გადაყვანილია. ასევე დასრულებულია ავიარიუმი დიდი ფრინველებისათვის.

თბილისის ზოოპარკი თბილისის ზღვაზე ადგილომაცვლეობას 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ  ეტაპობრივად ცდილობს. ახალ ლოკაციაზე ამ დროისთვის ჯამში 5 მილიონ ლარის სამუშოებია განხორციელებული. ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენდება და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system