თავში

ახალციხეში ნატურალური წვენისა და სიროფის საწარმო აშენდა

​ახალციხეში ნატურალური წვენისა და სიროფის საწარმო აშენდა
ახალციხეში ნატურალური წვენისა და სიროფის საწარმო აშენდა

ახალციხეში ნატურალური წვენისა და სიროფის საწარმო აშენდა. პროექტი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საწარმოს შესაქმნელად 690 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. წარმომადგენლების თქმით, აქ 30-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საწარმოს ასაშენებლად შპს “ბიო ფ.ჯ“-მ ახალციხეში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული 16 625 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად მიიღო. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში კი მასზე ფინანსური მხარდაჭერის სახით გრანტი გაიცა.

პროდუქციის საწარმოებლად შპს “ბიო ფ.ჯ“ წლიურად 1600 ტონა ხილს, კენკროვნებს და ბოსტნეულს, ადგილობრივი მოსახლეობისგან შეისყიდის. პროდუქცია გათვლილია როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system