თავში

ახერხებს თუ არა საქართველო წყლის რესურსების მართვას

ახერხებს თუ არა საქართველო წყლის რესურსების მართვას
ახერხებს თუ არა საქართველო წყლის რესურსების მართვას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევები ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან, არად ბენკოსთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ანდრო ასლანიშვილთან ერთად, ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაზე შეაჯამა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო აქტიურად აგრძელებს ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას.

„ჩვენ შევქმენით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით; მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ლაბორატორიაში დასაქმებული პერსონალის ტრენინგები და მათი შესაძლებლობების გაძლიერება. ვგეგმავთ, ლაბორატორია რეგიონული მნიშვნელობის გავხადოთ და გავაფართოოთ სერვისების სპექტრი. უსაფრთხო წყალი უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, მდგრადი საარსებო საშუალებების შექმნისა და ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით," - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას წყლის ხარისხის კვლევისთვის უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა, რაც ლაბორატორიას აძლევს შესაძლებლობას გაზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები, თანამედროვე მეთოდებით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები და მომხმარებელს სერტიფიცირებული ლაბორატორიული მომსახურება შესთავაზოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს წყლისა და მდინარეთა აუზების დაცვას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system