თავში

ახმეტის მელიორაციაზე 1 935 879 მლნ ლარი დაიხარჯება

​ახმეტის მელიორაციაზე 1 935 879 მლნ ლარი დაიხარჯება
ახმეტის მელიორაციაზე 1 935 879 მლნ ლარი დაიხარჯება

კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ report.ge-ს "საქართველოს მელიორაციიდან" აცნობეს.

პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობების - წყალმიმღები კვანძის, ჰიდრანტების, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭების, დამცლელი კვანძის მოწყობას. ამ ეტაპზე ეწყობა პოლიეთილენის სხვადასხვა დიამეტრის მილები საერთო სიგრძით 10 850 მეტრი.

მათივე განმარტებით, ჩატარებული სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში დამატებით 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულებაა 1 935 879 მლნ ლარი.

დღეის მდგომარეობით საქართველოს მელიორაცია კახეთის რეგიონში ერთდროულად 15 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 1990 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system