თავში

ახვლედიანი ცქიტიშვილს: ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ

ახვლედიანი ცქიტიშვილს: ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ
ახვლედიანი ცქიტიშვილს: ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ

"ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტზეა საუბარი," - ასე ეხმაურება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულების არ შეწყვეტითა და წლის ბოლომდე ვალდებულებების შესასრულებლად ვადების გაგრძელებით, ბოლო შანსი ეძლევა.

ლევან ახვლედიანის თქმით, ახლა საჭიროა პარტნიორულ ურთიერთობებზა გადასვლა.

„სამწუხაროა, რომ ასეთი სიტყვებია გამოყენებული. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ გუშინ, რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობის მხრიდან იყო გამოწვეული. ამიტომ, ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა საუბარია ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე. უნდა გადავიდეთ პარტნიორულ ურთიერთობებზე და შევეცადოთ, ყველა ძალისხმევა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system