თავში

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის 3 ობიექტი დაჯარიმდა

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის 3 ობიექტი დაჯარიმდა
აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის 3 ობიექტი დაჯარიმდა

14-17 იანვარს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის 3 ობიექტი დაჯარიმდა.

როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 14-17 იანვრის მონაცემებით შემოწმდა 553 ობიექტი, რომელთაგან 485-ის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება განხორციელდა, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მათ კიდევ ერთხელ მიეწოდათ იფნორმაცია რეგულაციებზე, 65 ობიექტი დეტალურად შემოწმდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით და ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს.

„ამავე პერიოდში 322-ე დადგენილების მიხედვით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის სამი ობიექტი დაჯარიმდა. მათგან ერთ-ერთი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა. ჯამში, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 17 იანვრის მდგომარეობით, ზედამხედველობა განხორციელდა 48 589 ობიექტზე, რეკომენდაციები გაიცა 26 841 ობიექტზე“, -აღნიშნა ფერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system