თავში

აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტის შემოსავალი შემცირებულია

აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტის შემოსავალი შემცირებულია
აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტის შემოსავალი შემცირებულია

2020 წლის ბიუჯეტის შესრულების 4 თვის ანგარიშის მიხედვით, სულ იანვარ-აპრილის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ აქციზის გადასახადიდან 328,058,297 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით 11.59%-ით ნაკლებია. კლებაა როგორც თამბაქოს, ასევე ნავთობპროდუქტების სააქციზო შემოსავალში.

2020 წლის პირველ ოთხ თვეში 62,898,000 აქციზური მარკის რეალიზება მოხდა, მიღებული შემოსავალი 114,340,468 ლარს გაუტოლდა, რაც  2019 წელთან შედარებით, 15,785,614 ლარით, ანუ 12.13%-ით ნაკლებია. 

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა 126,957,506 ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით, 32,460,736 ლარით, ანუ 20.36%-ით, ნაკლები იყო.

ბენზინის აქციზიდან შემოსავალი 20%-ით, 72.4 მილიონ ლარამდე შემცირდა, დიზელის აქციზიდან მიღებული შემოსავალი კი 21%-ით, 54.6 მილიონ ლარამდე შემცირდა. ჯამურად ბენზინისა და დიზელის სააქციზო შემოსავალი 127 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან მიმართებით 20.4%-ით ნაკლებია. 

იანვარ-აპრილის პერიოდში ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ჯამური იმპორტი (აშშ დოლარში) 19%-ით შემცირდა და მან $171.2 მილიონი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system