თავში

აქციზის გადასახადით ბიუჯეტში 306.7 მილიონი ლარი აკუმულირდა

აქციზის გადასახადით ბიუჯეტში 306.7 მილიონი ლარი აკუმულირდა
აქციზის გადასახადით ბიუჯეტში 306.7 მილიონი ლარი აკუმულირდა

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში აქციზიდან ბიუჯეტმა 306.7 მილიონი ლარის აქციზის გადასახადი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 137%-ია.  მთლიანობაში ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია.

შეგახსენებთ, 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი და სწორედ ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ეფუძნება მიმდინარე წლის საგადასახადო გეგმაც.

ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ. მათი თქმით, აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს, თუმცა, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების გამო, სპეციალისტების ნაწილს ის გაუმართლებლად მიაჩნია. ბიუჯეტს აქციზის დაწევით შემოსავლების სახით 276 მლნ ლარამდე დააკლდება (2020 წლის იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით). ახლა, როცა ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ს აჭარბებს და სახელმწიფო ვალმა მშპ-ს მიმართ 60%-იანი ზღვარი გადალახა, გადასახადების შემცირების ალბათობა უკიდურესად დაბალია და ვანო მთვრალაშვილი ამას გამართლებულად არც მიიჩნევს.

საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system