თავში

აკვაკულტურის ინდუსტრია ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდება

აკვაკულტურის ინდუსტრია ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდება
აკვაკულტურის ინდუსტრია ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „აკვაკულტურის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი.

პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ამ კანონპროექტის ინიცირება იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი და დიდი პოტენციალი აქვს აკვაკულტურის და მარიკულტურის პროდუქციის საწარმოებლად.

ჩვენი ქვეყნის წყლის რესურსების პირობებში კი, სადაც 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავი, ამის მიღმა უამრავი შესაძლებლობა ასევე ხელოვნური წყალსატევების შექმნის, ჩვენი მიმდინარე სტატისტიკა აკვაკულტურის პროდუქციის წარმოების ნამდვილად არ არის სამაგალითო. ამ კუთხით ევროპაში ბოლოდან მესამე ქვეყანა ვართ. ფაქტობრივად ვქმნით 2 400 ტონამდე აკვაკულტურის პროდუქციას, არა და პოტენციალი გვაქვს 30 ათასიდან 40 ათას ტონამდე წარმოების. ამ პროდუქციით ჩვენ შეგვიძლია ნაწილობრივ იმპორტიც ჩავანაცვლოთ და ნაწილობრივ გავიდეთ კიდეც ევროკავშირის ქვეყნებზე, სადაც დიდი მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა თევზპროდუქტებზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და განმარტა, რომ კანონპროექტით რეგულირდება ურთიერთობები აკვაკულტურის სფეროში, შემოდის გადასახადები, ამასთანავე კანონპროექტში გათვალისწინებულია ამ სფეროში დაკავებული მეწარმეების ინტერესები, შესაბამისად, მათ მიეცემათ ორი წლის ვადა, რომ ხელახლა დარეგისტრირდნენ და თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ, 2024 წლამდე კი ისინი ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდებიან.

სოფლის სამინისტროში იწარმოებს ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ დროულად და მაქსიმალურად კოორდინირებულად დაეხმარებიან ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა პირს. სამინისტროშივე შეიქმნება საკონსულტაციო საბჭოც, რომელის საქმიანობაც მიმართული იქნება ასევე ბიომრავალფეროვნების და ეკოლოგიის ადგილობრივი ინტერესების დაცვაზე.

აკვაკულტურის კანონპროექტთან დაკავშირებით ამ დღეებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება რუსთავსა და კახეთში, სადაც მოწვეული იქნებიან თევზსაჭერების მფლობელები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები. მოქალაქეებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ აკვაკულტურის განვითარებაში, დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ კანონპროექტის შესახებ და მათ წინადადებებსაც მოისმენენ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს კანოპროექტის დახვეწას და იმ კონდიციამდე მიყვანას, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდად წაადგება ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოს დაცვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system