თავში

აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება გაზარდეს

აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება გაზარდეს
აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება გაზარდეს

2019 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ აკვაკულტურის მეურნეობების კვლევაში.

საქსტატის ცნობით, ორაგულისებრთა წარმოება 1 339.8 ტონა იყო, რაც 9.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლს. კობრისებრთა წარმოება 23.9 პროცენტითაა გაზრდილი და 1 012.7 ტონას შეადგენს. წინა პერიოდთან შედარებით 29.7 პროცენტით გაიზარდა ზუთხისებრთა წარმოება და 97.3 ტონით განისაზღვრება. ასევე, 13.5 პროცენტით გაზრდილია ლოქოსებრთა წარმოება და 14.3 ტონა შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, ორაგულისებრთა წარმოებაში 98.7 პროცენტით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში კი 47.4 პროცენტი მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 39.1 პროცენტი თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.3 პროცენტი თეთრი ამურის წარმოებაზე. 

2019 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს კახეთი, რომელზეც მოდის ქვეყანაში წარმოებული თევზის 35.1 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი - 30.3 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურია - 10.1 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.4 პროცენტი მოდის.

საქსტატის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 7.9 პროცენტით შემცირდა და 2 230.2 ტონით განისაზღვრა, აქედან კობრისებრთა ოჯახის წილი 57.2 პროცენტი იყო, ორაგულისებრთა ოჯახის - 24.4 პროცენტი, ზუთხისებრთა ოჯახის - 16.6 პროცენტი, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის - 1.8 პროცენტი.

ცნობისთვის, საქართველოში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 4 503.1 ჰექტარი შეადგინა.

შეგახსენებთ, წყლის ორგანიზმების (თევზი, მოლუსკები, კიბოსნაირები და წყლის მცენარეები) მოშენება საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირდება. 25 ივნისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭება 20 წლამდე ვადით. აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება. კანონპროექტი ამოქმედება 2021 წლიდან ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system