თავში

ალაზანი-იორის აუზის მართვის გეგმაზე მსჯელობენ

ალაზანი-იორის აუზის მართვის გეგმაზე მსჯელობენ
ალაზანი-იორის აუზის მართვის გეგმაზე მსჯელობენ

კახეთის მხარეში, სოფელ წინანდალში, პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის”(EUWI+ 4 EaP) ფარგლებში ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო.

ევროკავშირის პროექტის განმახორციელებელმა საქართველოში, ზურაბ ჯინჭარაძემ, დაინტერესებულ მხარეებს ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები წარუდგინა.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა იმსჯელეს ალაზანი-იორის მდინარის აუზში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ.

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.

საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system