თავში

ალექსანდრე ხვთისიაშვილი კატარის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი კატარის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი კატარის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მოადგილესთან, სულთან ბინ რაშიდ ალ ხატერთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და კავშირებს ხსენებულ სფეროებში კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system