თავში

AliExpress-ს პრემიუმ ბრენდების აუთლეტი დაემატება

AliExpress-ს პრემიუმ ბრენდების აუთლეტი დაემატება
AliExpress-ს პრემიუმ ბრენდების აუთლეტი დაემატება

ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა AliExpress პრემიუმ ბრენდების აუთლეტს დაამატებს. მის უპირატესობებს შორის ექსპერტები დიდ აუდიტორიასა და რეგიონში ფართო წარმომადგენლობას ასახელებენ.

წლის განმავლობაში საიტზე ცნობილი ბრენდების ძველი კოლექციებიდან 10 000-მდე ნივთი განთავსდება. მათ შორის იქნება: Baldinini, Emporio Armani, Vans და Tommy Hilfiger. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ონლაინ აუთლეტი გამორჩეული მინიმალური ფასითა და მაქსიმალური ფასდაკლებით იქნება.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ სიახლის დანერგვა გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთა რაოდენობის მატებას გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system