თავში

Amazon-ი კონკურენციის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულეს

Amazon-ი კონკურენციის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულეს
Amazon-ი კონკურენციის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულეს

ტრადიციულ მარკეტ სივრცეში ვერავის გააკვირვებთ შემთხვევით, როდესაც გამყიდველი არასაჭირო ნივთებს "ტენის" მომხმარებელს. მყიდველს ამისკენ უბიძგებს, როგორც მაღაზიაში პროდუქციის განლაგების პრინციპი, ასევე თავად მომსახურე პერსონალიც. როგორც ჩანს, ამ მხრივ გამონაკლისი, არც ციფრული სავაჭრო გიგანტია.  მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ რითეილერის Amazon-ის საძიებო სისტემაში ცვლილებებია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით inc.com წერს. პოპულარული და აქტუალური ნივთების მაგივრად, პლატფორმა, მომხმარებელს, პირველ გვერდებზე, იმ პროდუქციას შესთავაზებს, რომელსაც კომპანიისთვის ყველაზე დიდი მოგება მოაქვს. ანუ, ჯერ ის ნივთები გამოჩნდება, რომლებიც უკეთ იყიდება და მეტი „კლიკი“ აქვს. ამ ცვლილების გამო, რითეილერს, კონკურენციის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ. 

კომპანიის ხელმძღვანელობა, აქამდე სპეციალისტებისგან ითხოვდა, ძიებაში ის კონკრეტული პროდუქტები გამოჩენილიყო, რომლითაც გაიგებდნენ, როგორ იზრდებოდა მომხმარებელთა კმაყოფილება. The Wall Street Journal წერს, რომ ახლა მენეჯერებს სურთ, შეაფასონ, როგორ იმოქმედებს და გაზრდის თუ არა ეს ცვლილებები Amazon-ის მოგებას.

კომპანიაში ამბობენ, რომ კრიტერიუმები მოგების გასაზრდელად არ შეუცვლიათ, ახალი ფუნქცია ტესტირების რეჟიმშია და სიახლე მხოლოდ კონკრეტული მაჩვენებლების შესამოწმებლად დანერგეს. მათივე თქმით, რენტაბელურობის ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.

ასეთი ცვლილების გამო, Amazon-ის საქმიანობით ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურები დაინტერესდნენ. ისინი საძიებო სისტემის ალგორითმებს ამოწმებენ. ასევე სწავლობენ, როგორ არის წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიების პროდუქტები პლატფორმაზე.

აშშ-ის კონგრესში, 2019 წლის ივლისში, ერთხელ უკვე გაიმართა მოსმენა ამ თემაზე. მაშინ Amazon-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ კომპანია ბაზრის სხვა მოთამაშეების მონაცემებს საკუთარი გაყიდვების გაზრდის მიზნით არ იყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system