
მსოფლიოში უდიდესი ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმის Amazon.com Inc.-ის შემოსავალი მეორე კვარტალში 48%-ით გაიზარდა.
პრესრელიზის თანახმად, კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი წმინდა შემოსავალი $ 7.778 მილიარდია, რაც თითო აქციაზე 15.12 აშშ დოლარს შეადგენს.
Amazon-ის ინტერნეტ მაღაზიებში გაყიდვები აპრილ-ივნისში გაიზარდა 13%-ით - $ 53,16 მილიარდამდე.
ხოლო ფიზიკურ მაღაზიებში, მათ შორის Whole Foods Market-ში, გაყიდვები გაიზარდა 10%-ით.
მეორე კვარტალში კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 7,7 მილიარდი დოლარი გახდა.
კომპანია Amazon მიტანის სერვისში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს.