თავში

ამბროლაურის აეროპორტი 6100 ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

ამბროლაურის აეროპორტი 6100 ზე მეტ მგზავრს მოემსახურა
ამბროლაურის აეროპორტი 6100 ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

ამბროლაურის აეროპორტი 4 წლისაა!

პირველი რეისი ნატახტარიდან რაჭის მიმართულებით 2017 წლის 14 იანვარს შესრულდა. გახსნის დღიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 6100 ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

ამის შესახებ report.ge-ს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს. 

მათი განმარტებით, ფრენების დაწყებამდე თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდებოდა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად რაჭა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.

ამბროლაურის აეროპორტი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში აშენდა. მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და იანვარში უკვე პირველი რეისი მიიღო. ამ ტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. ტერმინალის არქიტექტორია მანუჩარ მახათაძე, აეროპორტის ინტერიერის დიზაინი კი მარიამ ყარყარაშვილს ეკუთვნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system