თავში

ამბროლაურის სრული გაზიფიცირება 2023 წელს დასრულდება

ამბროლაურის სრული გაზიფიცირება 2023 წელს დასრულდება
ამბროლაურის სრული გაზიფიცირება 2023 წელს დასრულდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს სოფლებში: ქვიშარი, ჭრებალო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა, ღვიარა, ბოსტანა, სადმელი, ძირაგეული, კვაცხუთი, წესი, იწა. ასევე, ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროცესი გრძელდება სოფლებში: ნიკორწმინდა, თლუღი, ხოტევი, ჭელიაღელე, აგარა, ჩორჯო, მეორე ტოლა, ჭყვიში, ხიმში, გორი, ახალსოფელი.

უწყების ინფორმაციით, 2017-2020 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა ან მიმდინარეობს, რაც ჯამში 6 000-მდე აბონენტს მოიცავს.

„საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემის მოწესრიგების პარალელურად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021-2024 წლებში, გაგრძელდება გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, შედეგად კი 2023 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტი სრულად, ბუნებრივი აირით ისარგებლებს“, - ამბობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system