თავში

ამერიკაში Facebook-ის დაშკლაზე ალაპარაკდნენ

ამერიკაში Facebook-ის დაშკლაზე ალაპარაკდნენ
ამერიკაში Facebook-ის დაშკლაზე ალაპარაკდნენ

"დროა, Facebook-ი დაიშალოს," - ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, Salesforce-ის დამფუძნებელმა მარკ ბენიოფმა განაცხადა. ბიზნესმენმა ეს პირველად CNN-ზე გააჟღერა, შემდეგ კი ვრცელი ინტერვიუ მისცა DailyMail-ს. ბენიოფმა სოციალური ქსელის კრიტიკისას აღნიშნა, რომ მისი სახელი ემატება იმ ადამიანთა სიას, ვინც ფიქრობს, რომ Facebook-ის უნდა დაიშალოს.

„ის მიჯაჭვულობას იწვევს, ის არ არის სასარგებლო თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, იქ გადის პოლიტიკური რეკლამები, რაც არ არის სწორი. ის ასევე ყიდულობს სხვა კომპანიებს და მათ მონაცემებს თავის მონაცემებში ურევს. (გულისხმობს Instagram-ს და WhatsApp-ს) ამიტომაც ვფიქრობ, ვინაიდან ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ისინი უნდა დაიშალონ. ვინაიდან მათ აქვთ უზარმაზარი გავლენა, როგორც ყველაზე მსხვილ სოციალურ მედიაპლატფორმას დედამიწაზე“, - განაცხადა ბენიოფმა.

ბენიოფი არ არის პირველი, ვინც Facebook-ის დაშლაზე საუბრობს. ის, რომ აღნიშნული პლატფორმა ფაქტობრივად, მონოპოლისტია ბაზარზე, დიდი ხანია დისკუსიის საგანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system