თავში

ამერიკელებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობას ურჩევენ

ამერიკელებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობას ურჩევენ
ამერიკელებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობას ურჩევენ

Thrillist-ი ამერიკელებს საქართველოში ცხოვრებას და საქართველოდან დისტანციურ მუშაობას ურჩევს.

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა მსოფლიოს 13 საუკეთესო ქვეყანას აღწერს, სადაც ამერიკის მოქალაქეებს ცხოვრებას ურჩევს. 

სტატიაში ესპანეთის, გერმანიის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, კანადის, ტაილანდის და სხვა პოპულარული ტურისტული ქვეყნების გვერდით საქართველოც მოხვდა. 

Thrillist-ის ჟურნალისტი საქართველოში ჩამოსასვლელად მკითხველს „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის გამოყენებას ურჩევს.

როგორც გამოცემა წერს, საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა დისტანციურად მომუშავეთათვის. 

„მოგზაურებს საქართველოში ტურისტული ვიზით ერთ წლამდე დარჩენა შეუძლიათ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სავიზო მოთხოვნები შეამსუბუქა და ახალი პროგრამით „იმუშავე საქართველოდან“ უცხოელებს საშუალება აქვთ საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ და 1 წელი ამ ქვეყანაში სრულად გაატარონ თუ შემოსავალი თვეში მინიმუმ 2 ათასი დოლარი აქვთ.“-წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ საქართველო მოგზაურებს კავკასიონის მთებით, ქართული კულინარიით, ღვინით და ხელმისაწვდომი ფასებით იზიდავს,“ - აღნიშნულია სტატიაში.

ცნობისთვის,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში 27 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოდან მუშაობის სურვილი აქვს სხვადასხვა ქვეყნის 1,100-მდე მოქალაქეს.

შეგახსენებთ, 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.

ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2 კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.

ქვეყნების სრული სია, რომლებზეც ვრცელდება პროგრამა "იმუშავე საქართველოდან":

● ავსტრალია,
● ავსტრია,
● აზერბაიჯანი,
● ალბანეთი,
● ანდორა,
● ანტიგუა და ბარბუდა,
● არაბთა გაერთიანებული საამიროები,
● არგენტინა,
● ახალი ზელანდია,
● ბარბადოსი,
● ბაჰრეინი,
● ბაჰამის კუნძულები,
● ბელორუსი,
● ბელგია,
● ბელიზი,
● ბოსნია და ჰერცოგოვინა,
● ბოტსვანა,
● ბრაზილია,
● ბრუნეი,
● ბულგარეთი,
● გერმანია ,
● დანია,
● გაერთიანებული სამეფო,
● დომინიკის რესპუბლიკა,
● სალვადორი,
● ეკვადორი,
● ესპანეთი,
● ესტონეთი,
● თურქეთი,
● თურქმენეთი,
● იაპონია,
● იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო,
● ირლანდია,
● ისლანდია,
● ისრაელი,
● იტალია,
● კანადა,
● კატარის სახელმწიფო,
● კვიპროსი,
● კოლუმბია,
● სამხრეთ კორეა,
● კოსტა რიკა,
● ლატვია,
● ლიტვა,
● ლიბანი,
● ლიხტენშტეინი,
● ლუქსემბურგი,
● მავრიკი,
● მალაიზია,
● მალტა,
● მექსიკა,
● მონაკო,
● მოლდოვა,
● მონტენეგრო,
● ნიდერლანდები,
● ომანი,
● პანამა,
● პოლონეთი,
● პორტუგალია,
● რუმინეთი,
● რუსეთის ფედერაცია,
● საბერძნეთი,
● სამხრეთ აფრიკა,
● სან მარინო,
● საუდის არაბეთი,
● საფრანგეთი,
● სერბეთი,
● სინგაპური,
● სლოვაკეთი,
● სლოვენია,
● სომხეთი,
● ტაილანდის სამეფო,
● ტაჯიკეთი,
● აშშ,
● უზბეკეთი,
● უკრაინა,
● უნგრეთი,
● ფინეთი,
● ქუვეითი,
● ყირგიზეთი,
● ყაზახეთი,
● შვედეთის სამეფო,
● შვეიცარიის კონფედერაცია,
● ვატიკანი,
● ხორვატია,
● ჰონდურასი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system